ჩვენი ისტორია

ჩვენს შესახებ ჩვენი ისტორია ჩვენი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2015 წელს შრომის უსაფრთხოების პრაქტიკოსების მიერ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ეტაპობრივად იწყებდა ამოქმედებას გაწერილი გეგმის მიხედვით. როგორც პრაქტიკოსებს გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი პროფესია არის დაკავშირებული დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი სასწავლო კურსები მაქსიმალურად მორგებულია მსმენელზე, რომ მუშაობის დაწყებიდანვე სწრაფად ჩაერთონ შრომის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში და გახდნენ ეფექტურები დასაქმებულების და სხვა პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაში. მაღალკვალიფიცური უსაფრთხოების სპეციალისტი უდრის ბევრ გადარჩენილ სიცოცხლეს.

IMG_5615
KPWR5685

პროფესიონალური გუნდი

პროფესიონალი გუნდი ჩვენ თავიდანვე დავისახეთ მიზნად: 1. შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და 2. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვა და ამისთვის საუკეთესო ტრენინგების ციკლი შევქმენით მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. 2018 წელს მიღებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პირველი აკრედიტებული პროგრამის სწავლების კურსზე აქტიურად დავიწყეთ, პროგრამის ფარგლებში, მსმენელებისთვის დამატებით იმ ფუნდამენტური ნაწილის უფასოდ სწავლება, რაც ითვალისწინებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციის ჩამოყალიბებას, სტრუქტურირებას და ეტაპობრივ იმპლემენტაციას.

ka_GEKA

მენიუ

მისამართი

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N#14, მე-4 სართული

ელ.ფოსტა

info@safetyacademy.ge

ტელეფონი

+995 577 04 48 00
+995 577 04 48 47